02:59 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 16:05:46, 414 ნახვა

პოლიტიკა
ლევან დავითაშვილი - საქართველო საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება

6 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიციის საქართველოში განხორციელების გადაწყვეტილება ადასტურებს, რომ ქვეყანა საინვესტიციო რუკაზე კიდევ უფრო მიმზიდველი ადგილი ხდება, - ასე შეაფასა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა პრემიერ მინისტრის აბუ-დაბიში ვიზიტის ფარგლებში გაფორმებული შეთანხმება, საქართველოში 6 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტირების შესახებ.

“ამას, რა თქმა უნდა, განაპირობებს ჩვენთან შექმნილი ხელსაყრელი, სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე საინვესტიციო კლიმატი და ბიზნესის კეთების გარემო. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი იყო ამ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღების მოტივატორი, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განსაკუთრებით მაღალ დონეზეა ორმხრივი თანამშრომლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან პოლიტიკური, ეკონომიკური თუ ტურიზმის მიმართულებითაც.

პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის მხოლოდ კერძო ინვესტიცია. ამ შემთხვევაში, აბუ-დაბის მთავრობაც აქტიურად იქნება წარმოდგენილი, როგორც ინვესტორი.

ამ ინვესტიციით, ვფიქრობ, ახალ ეტაპზე გადადის, ზოგადად, ამ ქვეყანასთან ორმხრივი თანამშრომლობა, ჩვენ ამისთვის ბევრი სამუშაო გავწიეთ. ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო საქართველო, რომელმაც ე.წ ყოვლისმომცველი ეკონომიკური თანამშრომლობის შეთანხმებას მიაღწია არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან - ეს შეთანხმება ოფიციალურად ძალაში შევიდა გასულ წელს, ამის ერთ-ერთი გაგრძელებაა ესეთი მნიშვნელოვანი ინვესტიციების განხორციელება საქართველოში, რომელიც არის ორ ქვეყანას შორის მჭიდრო ეკონომიკური თანამშრომლობის მხოლოდ დასაწყისი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics