02:59 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-28 15:12:43, 392 ნახვა

პოლიტიკა
ჯაფარიძე - განიხილება, რომ დელეგაციას არ მიენიჭოს უფლებამოსილება ან აღიარონ გარკვეული პირობებით - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები

პოლიტიკური სიგნალია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო სესიაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მოხდა, მიანიჭონ თუ არა ივანიშვილის დელეგაციას უფლებამოსილებები, ამჟამად პროცესი გადასულია საკომიტეტო დონეზე, საბოლოოდ რა გადაწყვეტილებას მიიღებენ, დამოკიდებული იქნება ამ კომიტეტის დასკვნაზე, – ამის შესახებ „ცვლილებისთვის“ წევრმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ სტრასბურგში განაცხადა, სადაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესია მიმდინარეობს, მისი ინფორმაციით, კომიტეტი საქართველოს დელეგაციასთან დაკავშირებით ორ გადაწყვეტილებაზე მუშაობს.

„განიხილება ორი ვერსია. ერთი ვერსია არის, რომ ივანიშვილის დელეგაციას არ მიენიჭოს უფლებამოსილება და მეორე ვერსია არის, რომ აღიარონ გარკვეული ვადით და გარკვეული პირობებით. ამიტომ, რამდენადაც მე ვხვდები, ამ მონიტორინგის კომიტეტში სწორედ ამაზე არის დისკუსია. თუ მაინც აღიარებაზე წავიდა, რა პირობები შეიძლება, ჩაიდოს და ა.შ. არ ვიცი, ზუსტად რა პირობები შეიძლება, იყოს განხილული. ჩვენი პოზიცია იქნება, რომ თუ ეს მოხდა, პირობა შეიძლება, იყოს მხოლოდ და მხოლოდ ორი – ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები, სხვა პირობები არც ჩვენ და არც საქართველოში არ აქვთ. ჩვენ აქ სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის მოწვევით ვართ ჩამოსულები. ამ შემთხვევაში ვართ „ალდეს“ ჯგუფის მიერ მოწვეულები. მონაწილეობა მივიღეთ „ალდეს“ ბიუროს სხდომაში. მათი სურვილი იყო, რომ ჩვენგან მოესმინათ, რა ხდება საქართველოში, როგორ განვითარდა მოვლენები არჩევნების შემდეგ, მათ შორის აინტერესებდათ, ხდება თუ არა ძალადობის ფაქტების გამოძიება. ჩამოტანილი გვაქვს ბევრი მასალა, რომელიც დავარიგეთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics