16:12 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 20:22:41, 717 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხიმშიაშვილი - დღეის მონაცემებითა და ვიზუალური დაკვირვებით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია

დღეის მონაცემებითა და ვიზუალური დაკვირვებით, მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია," - ამის შესახებ “ბათუმელებისა” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის ადვოკატმა გიორგი ხიმშიაშვილმა განაცხადა.

ადვოკატის განცხადებით, ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს.

„ვიზუალური დაკვირვებითა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მისივე განცხადებით, თავს ნორმალურად გრძნობს, ამ ეტაპზე არ საჭიროებს კლინიკაში გადაყვანას.როგორც თავად აცხადებს, აგრძელებს შიმშილობას და პროტესტის შეწყვეტას არ აპირებს”, - განაცხადა გიორგი ხიმშიაშვილმა.

შეგახსენებთ, მზია ამაღლობელი უკვე მე-16 დღეა, რაც შიმშილობს. მან პროტესტის ამ ფორმას მას შემდეგ მიმართა, რაც პოლიციამ იგი ბათუმში დააკავა.

#თავისუფლებამზიას





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics