04:18 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 16:49:34, 579 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე დიპლომატიური პასპორტების გაუქმებაზე - ეს მხოლოდ ტექნიკური საკითხია

ირალკი კობახიძის განცხადებით, დიპლომატიური პასპორტების საკითხი ტექნიკური და სიმბოლურია და ქვეყნისთვის არსებით საფრთხეს არ წარმოადგენს.

„რეალურად, ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია, თუმცა ამაში ვერაფერ განსაკუთრებულს ვერ ვხედავ. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკური საკითხი. ჩვენთვის მთავარია, რომ ქვეყანაში მშვიდობა შევინარჩუნოთ და ჩვენი ხალხის ინტერესები დავიცვათ. რაც შეეხება იმას, ვიღაც ვიზას მოითხოვს საჯარო სამსახურში თუ არა, ესეც ტექნიკური დეტალია. ევროკავშირში შეგვიძლია ვიზითაც გავემგზავროთ და უვიზოდაც. ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ საქართველოს მოსახლეობის ინტერესები არ დაზიანდეს,“ – აღნიშნა კობახიძემ.

 

ამასთან, პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული საკითხი “სამწუხარო მოვლენების გაგრძელებად” შეაფასა და განაცხადა, რომ ევროკავშირის მხრიდან შანტაჟი წლების განმავლობაში არაეფექტიანი იყო და მომავალშიც არ იქნება.

„ეს არის სამწუხარო მოვლენების გაგრძელება. მუდმივად საუბარია შანტაჟზე ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რაც წლების განმავლობაში ვერ იყო ეფექტიანი და ვერც ახლა იქნება. ასეთ დისკუსიებს უკვე წარმოაჩენენ იმ პრობლემებს, რომლის წინაშეც დღეს ევროკავშირი დგას. იმედი გვაქვს, რომ ევროკავშირი ამ პრობლემებს დაძლევს,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics