14:51 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 16:19:25, 519 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის მინისტრმა მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის შესახებ კითხვებს არ უპასუხა - ვიდეო

ჯანდაცვის მინისტრმა ჟურნალისტების მიერ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმულ კითხვებს არ უპასუხა.

მიხეილ სარჯველაძე, დღეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციის კვირეულისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე მივიდა, რა დროსაც მას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, უკანონოდ დაკავებულ მზია ამაღლობელის კოლეგები დახვდნენ მოწოდებით „თავისუფლება მზია ამაღლობელს“.

ჟურნალისტებმა ღონისძიებაზე მისულ ჯანდაცვის მინისტრს ჰკითხეს - როგორია მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც 16 დღეა შიმშილობს და იგეგმება თუ არა მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა, რაზედაც ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ ამ პირობებში ის კითხვებს არ უპასუხებდა. მიხეილ სარჯველაძე ღონისძიებას არ დაესწრო.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11 -12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციული ქმედებებს მოჰყვა.

14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. მან დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებაზე. დაცვის მხარე მზად იყო, გირაოს სახით უზრუნველეყო 100 000 ლარის ღირებულების უძრავი ქონების მობილიზება.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
ზელენსკი: თუ უკრაინა იწვის, თქვენი მოსკოვიც დაიწვება - დადგა დრო, დასრულდეს ეს აგრესია
ხოშტარია: ჯერ მკურნალ ექიმთან არ ყოფილა შეხვედრა, მაგრამ დამპირდნენ, რომ იქნება
სააკაშვილი: ნანუკა ჟორჟოლიანი ჩემი თხოვნით უკვე ხვდება პარტიულ ორგანიზაციებს, თიკა ბოკუჩავაც რჩება პარტიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics