04:17 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 16:04:02, 432 ნახვა

პოლიტიკა
PACE-ის ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გაასაჩივრდა, შესაბამისმა კომიტეტმა დასკვნა 24 საათში უნდა წარმოადგინოს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილება გასაჩივრდა. გასაჩივრების ინიციატორი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი, „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელი, შვედი პოლიტიკოსი ბორიანა აბერგი გახდა, რომელმაც საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააკრიტიკა.

„საქართველოს პარლამენტი არის ერთპარტიული პარლამენტი, სადაც მხოლოდ „ქართული ოცნებაა“. ივანიშვილის რეჟიმი ანგრევს დემოკრატიულ წესრიგს საქართველოში. ეს არის მიზეზი, რის გამოც მე ვასაჩივრებ უფლებამოსილებას ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის სახელით, პროცედურის წესების A2A მუხლის შესაბამისად. მე ვასაჩივრებ საქართველოს დელეგაციის უფლებამოსილებას“, – აღნიშნა აბერგმა.

პროცედურის წესების თანახმად, გასაჩივრებისთვის მხარი უნდა დაეჭირა, სულ მცირე, 30 წევრს ხუთი სხვადასხვა ეროვნული დელეგაციიდან. კენჭისყრის შედეგად, ინიციატივამ საკმარისი მხარდაჭერა მოიპოვა. საკითხი განსახილველად გადაეცა შესაბამის კომიტეტს, რომელმაც საკუთარი დასკვნა 24 საათის ვადაში უნდა წარმოადგინოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics