04:18 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-27 15:28:45, 467 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ოპოზიციის მოქმედებები არის გარედან კოორდინირებული შესაბამისი სუბიექტების მიერ

"ოპოზიციის მოქმედებები არის თავიდან ბოლომდე გარედან კოორდინირებული შესაბამისი 

სუბიექტების მიერ, ვისაც არ სურთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება," - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 

აბუდაბიში ჟურნალისტებს დღეს ბრიუსელში მიმდინარე საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრასთან 

დაკავშირებით განუცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით,  ისინი ვერ აღწევენ საკუთარ მიზნებს და მათი ნებისმიერი მცდელობა, 

რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, არის წარუმატებლობისთვის განწირული.

„ვერ გეტყვით, რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რაც შეეხება ოპოზიციის მოქმედებას, ჩვენ ვიცით, რომ მათი მოქმედებები არის თავიდან ბოლომდე გარედან კოორდინირებული შესაბამისი სუბიექტების მიერ, ვისაც არ სურთ ქვეყნის წინსვლა და განვითარება, თუმცა, ისინი ვერ აღწევენ საკუთარ მიზნებს მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში და ამ შემთხვევაშიც, მათი ნებისმიერი მცდელობა, რომ ქვეყანას რაიმე ზიანი მიაყენონ, არის წარუმატებლობისთვის განწირული. ეს ეხება როგორც ოპოზიციას, ასევე მათ მფარველებს ქვეყნის გარეთ, თუმცა თავისთავად ეს არის სამწუხარო, მაგრამ საზოგადოება ხედავს და აფასებს ყველაფერს", - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ოპოზიცია კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“ და მათი ერთიანობის მთავარი საფუძველი არის ის, რომ მათ ჰყავთ საერთო პატრონი. 

„რადიკალური ოპოზიცია ისედაც არის გაერთიანებული. ისინი არიან ერთი კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, თუმცა, ვერც ერთიანად და ვერც ცალ-ცალკე მათ არავითარი წარმატების შანსი არ აქვთ იმიტომ, რომ საზოგადოებამ იცის მათი წარსული, აწმყო და შესაბამისად, კარგად შეუძლია გაიაზროს ის, თუ რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ოპოზიციის თუნდაც რაიმე უმნიშვნელო წარმატება. შესაბამისად, არც ერთიანობით და არც დაშლით მათ არავითარი წარმატების რესურსი არ აქვთ. ეს არის ის რეალობა, რომელსაც თვალი უნდა გაუსწორონ", -  აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics