|
2025-01-27 13:46:19, 391 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კუპრაძე - დეკლარაციის შევსება პოლიტიკოსის მხრიდან არის ანგარიშვალდებულება საკუთარი ხალხის და მოქალაქეების წინაშე
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ პრესკონფერენციაზე ანტიკორუფციულ ბიუროსა და დეკლარაციის შევსების აუცილებლობაზე ისაუბრა. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად: "არალეგიტიმური ხელისუფლების მარიონეტულმა წარმონაქმნმა, ანტიკორუფციულმა ბიურომ, ქართული ოცნების კორუმპირებული ჩინოვნიკების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნება შეწყვიტა, რაც პირდაპირი დარღვევაა და ეწინააღმდეგება საზოგადოებასთან ანგარიშვალდებულების, საჯაროობისა და გამჭვირვალობის პრინციპს, რასაც ეს ბიურო უნდა ეფუძნებოდეს. ამ უწყების ხელმძღვანელად რაჟდენ კუპრაშვილის კარიკატურული პერსონის დანიშვნის შემდეგ, საზოგადოება ვეღარ იღებს ინფორმაციას, როგორ მდიდრდებიან ივანიშვილის კარის მსახურები ქართველი ხალხის გაღარიბების და საქართველოს ბიუჯეტის დატაცების ხარჯზე... ჩვენ, "ძლიერი საქართველოს" წევრები, მიუხედავად იმისა, რომ უარი გვაქვს ნათქვამი მანდატებზე ინდივიდუალური განცხადებებით და ჩახსნილი გვაქვს საპარლამენტო სია, რასაც დღემდე განზრახ არ აკმაყოფილებენ, ვიცავთ კანონს, ვიცავთ საქართველოს მოქალაქეების წინაშე პოლიტიკოსების მხრიდან ანგარიშვალდებულების პრინციპს და ვავსებთ დეკლარაციებს, რითაც, ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ანგარიშს ვაბარებთ მხოლოდ ქართველ ხალხს, ჩვენს ამომრჩეველს. ეს არის დემოკრატიული საზოგადოების ზედამხედველობის და ჩართულობის ფუნდამენტური უფლებები და ვალდებულებები საზოგადოების წინაშე და არაფერი სხვა!!! აქვე კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ სასწრაფოდ გამოქვეყნდეს ქართული ოცნების თვითაღიარებული და თვითგამოცხადებული სახელმწიფო მოხელებიის, თანამდებობის პირების, პოლიტიკოსების და ყველა იმ პირების დეკლარაციები ვისაც კანონი ავალდებულებს დეკლარაციის შევსებას - შესაბამის პლატფორმაზე. დეკლარაციის შევსება პოლიტიკოსის მხრიდან არის ანგარიშვალდებულება საკუთარი ხალხის და მოქალაქეების წინაშე. დეკლარაციის დამალვა ან არ შევსება არის ტრანსფარენტულობის და გამჭვირვალობის, დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პრინციპის დარღვევა და შესაბამისად დანაშაული.... ქართული ოცნება მალავს ან და საერთოდ არ ავსებს დეკლარაციებს, რათა მათ არ უნდათ საზოგადოებამ დაინახოს მათი დანაშაულები, თუ როგორ მდიდრდებიან ისინი ქართველი ხალხის ხარჯზე. ჩვენ "ძლიერ საქართველოს" დასამალი არაფერი გვაქვს, განსხვავებით კორუმპირებული ,,ქართულ ოცნებისგან". ვისაც დასამალი არაფერი აქვს, ის საზოგადოებას თამამად აბარებს ანგარიშს!!! კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვამბობთ - ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება ჩვენ მოვიხადეთ, არა ამ არალეგიტიმური პარლამენტის, ან რომელიმე სხვა არალეგიტიმური უწყების წინაშე, არამედ ქართველი ხალხის, ჩვენი ამომრჩევლის და კანონის წინაშე!" - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)