|
2025-01-27 09:41:39, 520 ნახვა
პოლიტიკა
დღეს, საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე იმსჯელებენ
დღეს, საქართველოს საკითხზე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე იმსჯელებენ. სტრასბურგში დაგეგმილ ზამთრის სესიაზე, რომელიც 27-31 იანვარს გაიმართება, 26 ოქტომბრის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შეფასების შესახებ მოხსენებას წარადგენენ. მოხსენების ინიციატორია PACE-ის დელეგაციის ხელმძღვანელი იულიან ბულაი. სესიას დაესწრება საქართველოდან ოპოზიცია. მათი განცხადებით, ისინი არჩევნების დროს და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ კონკრეტულ მტკიცებულებებს წარადგენენ, სხდომის დღის წესრიგში უკვე გაწერილი ALDE-ს წვერების პრეზენტაცია, სადაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები საქართველოში მიმდინარე პროტესტის შესახებ ისაუბრებენ. წლის დასაწყისში პარტიებმა უკვე მიმართეს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტსა და საპარლამენტო ფრაქციებს, ასამბლეაში არ დადასტურდეს საქართველოდან წარდგენილი დელეგაციის უფლებამოსილება. "ჩვენი მიზანია, რომ იქ "ქოცებთან" მუშაობა არ გაგრძელდეს ისე, თითქოს საქართველოში არაფერი არ ხდება, რომ ეს არ იყოს Business as usual. უფრო ფართო კონტექსტი რომ წარმოვიდგინოთ, ეს მნიშვნელოვანია იმიტომ რომ ეს არის უფრო ფართო სტრატეგიის ნაწილი, რაც არის არაღიარების სტრატეგია. არაღიარების სტრატეგია გულისხმობს იმას, რომ მოპარული არჩევნების გამო არც ამათი ე.წ პარლამენტია ლეგიტიმური, არც მთავრობა და არც მთავრობის არჩეული ყაველაშვილი. მიგვაქვს ნაბეჭდი მასალა, რომელიც ეხება არჩევნების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, წამების ფაქტებს, ჟურნალისტებზე თავდასხმას." - განაცხადა "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ. სტრასბურგში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობის მიღებას "ქართული ოცნების" პარლამენტის დელეგაცია თეა წულუკიანის ხელმძღვანელობით გეგმავს. დელეგაციაში ასევე იქნებიან გივი მიქანაძე, ეკა სეფაშვილი, მარიამ ლაშხი და "ოცნების" სხვა წევრები.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)