16:19 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-26 15:50:16, 797 ნახვა

პოლიტიკა
ლანა გალდავა - სალომე ზურაბიშვილი გახლავთ გამაერთიანებელი ფიგურა

სალომე ზურაბიშვილი გახლავთ გამაერთიანებელი ფიგურა როგორც ქვეყნის შიგნით ხალხის, ოპოზიციური ძალების, ასევე ის წარმოადგენს საქართველოს ინტერესებს საუკეთესოდ საერთაშორისო არენაზე, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, ლანა გალდავამ განაცხადა.

გალდავამ კომენტარი გააკეთა გიორგი ვაშაძის განცხადებაზე, რომელშიც ის საერთო დიდი პოლიტიკური პლატფორმის შექმნასა და ძალების გაერთიანებაზე საუბრობდა.

„ჩვენ ვართ ხელმომწერები მის მიერ დაინიცირებული „ქართული ქარტიის“, რაც არის სხვა ოპოზიციურ კოლეგებთან ერთად ვალდებულების აღება რეფორმების შესრულებაზე. ამავდროულად, ჩვენ ვმონაწილეობთ სხვა ოპოზიციურ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად სალომე ზურაბიშვილის მიერ დაინიცირებულ ჯგუფში, რომელიც მუშაობს არჩევნების მიმართულებით. ამიტომ ჩვენ გვაქვს ძალიან ხშირი კომუნიკაცია, უფრო მეტის შესახებ საუბარი ამ ეტაპზე არის ნაადრევი, გამოიკვეთება თანამშრომლობის პროცესში. მე ზუსტად ვერ გავიგე, რა იგულისხმა ბატონმა გიორგიმ. ოპოზიციას, კოორდინაციის თვალსაზრისით, საგარეო და საშინაო ასპარეზზე ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების წარმოსაჩენად პრობლემა ნამდვილად არ გვაქვს“, – განაცხადა გალდავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორი: ექიმ ჩახუნაშვილს არჩევანი აქვს: აღიაროს დანაშაული და მოინანიოს
35 წლის ნინო მუჯირი პირველ სამშობიარო სახლში გარდაიცვალა, ოჯახი პერსონალის დასჯას ითხოვს
პესკოვი: ჯერ კიდევ გაურკვეველია, თუ რას უხელმძღვანელებს ცხინვალის „ყოფილი ლიდერი“
მარიამ მეყანწიშვილი - არცერთმა არ აღაირა ის, რაც არ ჩაუდენიათ, თქვენთვის ვიბრძოლებ გარედან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics