05:47 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-25 14:12:58, 517 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი - მუშაობენ, რომ საქართველო დარჩეს მარტო

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიმართულება და ახალი ოცნება, საერთაშორისო იზოლაციაა. 

"იზოლაცია თუ ეხება ლიდერებს, რომლებიც დიქტატურას ირჩევენ დღეს, არ უნდა ეხებოდეს ქვეყანას, ამის გამო ვთხოვ პარტნიორებს დახმარებას" - აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი "ამერიკის ხმასთან". 

იზოლაცია არის დღევანდელი რეჟიმის მიმართულება და მათი ერთგვარი ახალი ოცნება. ამაზე მუშაობენ, რომ საქართველო დარჩეს მარტო, დარჩეს მარტო რუსეთის წინაშე პოლიტიკურად თუ უსაფრთხოების კუთხით და ჩინეთის წინაშე ეკონომიკურად. ეს არ არის ის, რაც საქართველოს მოსახლეობის ოცნება იყო რეალურად ამ მთელი 30 წლის მანძილზე, რაც მოყვება დამოუკიდბელობის შემდგომ.

ამდენად, ჩემი როლი, როგორც ხმა ამ სახელმწიფოსი, რომელსაც სხვა ლეგიტიმური ხმა აღარ აქვს, არის ის, რომ ჩვენს პარტნიორებს ვთხოვოთ დახმარება იმისთვის, რომ ეს იზოლაცია თუ ეხება ლიდერებს, რომლებიც დიქტატურას ირჩევენ დღეს, არ უნდა ეხებოდეს ქვეყანას, არ უნდა ეხებოდეს საზოგადოებას, არ უნდა ეხებოდეს ჩვენს ხვალინდელ ეკონიმიკას. ეს არის ჩემი მთავარი გზავნილი ჩვენს ყველა პარნტიორთან, რომ დღეს დაგვეხმარონ იმისთვის, რომ ხვალ კიდევ უფრო დაეხმარონ საქართველოს." - განაცხადა ზურაბიშვილმა. 

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics