2025-01-24 22:02:50, 1166 ნახვა
ომი უკრაინაში
ფრიდრიხ მერცი - მარტში ჩემი გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომის სამართლიანი დასასრული იქნება ჩვენი სტრატეგიული მიზანი
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის ლიდერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, მარტში გასამართ გენერალურ არჩევნებზე მისი გამარჯვების შემთხვევაში, რუსეთ-უკრაინის ომის სამართლიანი დასასრული მისი სტრატეგიული მიზნებისთვის იქნება მთავარი პრიორიტეტი.
ამავე სიტყვაში გერმანიის კანცლერობის მთავარმა კანდიდატმა განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყანა გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.
„გამარჯვება ნიშნავს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას დემოკრატიული მთავრობით, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო სუვერენიტეტს“, - განაცხადა მერცმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,