|
2025-01-24 21:02:53, 1070 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოში „ქართულ-რუსული“ ბიზნესასოციაცია შეიქმნა
საქართველოში შეიქმნა „ქართულ-რუსული“ ბიზნესასოციაცია, რომლის ხელმძღვანელიც ბიზნესმენი ზაზა ნიშნიანიძეა. აღნიშნული ინფორმაცია ტელეკომპანია BM.GE-ს თავად ბიზნესმენმა დაუდასტურა. როგორც ნიშნიანიძე აცხადებს, ასოციაციის მთავარი მიზანი იქნება იმ ბიზნესმენების დახმარება, რომლებიც რუსეთში ექსპორტით არიან დაკავებული. ზაზა ნიშნიანიძის ინფორმაციით, ასოციაციის წევრებმა პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე გამართეს. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ასოციაცია ჯერ არ არის დარეგისტრირებული ბიზნესრეესტრში.
მან ასევე ასოციაციის წევრებზე ისაუბრა და აღნიშნა რომ ძირითადად ასოციაციაში მეღვინეები იქნებიან გაწევრიანებულები.
აღსანიშნავია, რომ ზაზა ნიშნიანიძემ 2025 წლის 17 იანვარს ყველა აქტივი დიმიტრი ნიშნიანიძეზე გადააფორმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)