|
2025-01-24 16:31:59, 700 ნახვა
ეკონომიკა
2024 წელს ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა
2024 წელს დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება შემცირდა. გასულ წელს ოკუპირებულმა რეგიონმა დაახლოებით 2.5 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია მოიხმარა, 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 150 მლნ კვტ/სთ-ით ნაკლები. აქედან თითქმის 418 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია რუსეთიდან იმპორტირებული, ხოლო დარჩენილი ნაწილი ენგურისა და ვარდნილჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია იყო. რეგიონმა რუსეთიდან იმპორტირებული ელექტროენერგია იანვარ-თებერვალ-მარტში მოიხმარა. ომის შემდეგ, როდესაც ენგურჰესის შენობა (სამანქანო დარბაზი) ქვესადგური და ვარდნილჰესი მთლიანად რუს-აფხაზების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე დარჩა, ხოლო კაშხალი, წყალსაცავი და დერივაციული გვირაბის ნახევარი გამყოფი ხაზის აქეთ, მოხდა არაფორმალური, ზეპირი შეთანხმება ენგურ-ვარდნილის კასკადის გამომუშავების განაწილების შესახებ აფხაზეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის პროპორციით 40/60, რაც იმ პერიოდისათვის გამყოფი ხაზის სხვადასხვა მხარეს დარჩენილი აქტივების შეფასებულ ღირებულებას შეესაბამებოდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)