12:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-05 17:10:12, 684 ნახვა

საზოგადოება
აფხაზეთიდან გადმოსვენებული ქართველი მებრძოლები სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთის ომის დროს,  ბაბუშერას  აეროპორტში  თვითმფრინავის  აფეთქებისას  დაღუპული   მებრძოლები  დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან აცნობეს.

სამგლოვიარო ცერემონიას დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი, თბილისის მერი დავით ნარმანია და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბაბუშერას ტრაგედიის დროს დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.  დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა,  დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და საქართველოს მთავრობის სხვა წევრებმა სამების საკათედრო ტაძარში კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი  დაღუპული მებრძოლების ხსოვნას და გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრეს.

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა  ორმხრივი  საკოორდინაციო ჯგუფი,  რომელიც   1992-1993 წლებში  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა  მოძიების  საკითხებს შეისწავლის. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა  ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების  ექსჰუმაცია.

ბაბუშერას ძმათა  სასაფლაოზე  სამარხის გახსნის  შემდეგ,    იდენტიფიცირების მიზნით,  ნეშტები  გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.  საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები   ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამ ეტაპზე, სულ იდენტიფიცირებულია 31 ნეშტი.

უახლოეს მომავალში მოხდება ბაბუშერას ძმათა სასაფლაოდან გადმოსვენებული კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიცირება.   დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, 2016 წელს კიდევ რამდენიმე სამარხი გაიხსნება, საიდანაც 100-ზე მეტ ცხედარს გადმოასვენებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics