07:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 17:01:49, 394 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე ბრიტანელ დეპუტატს ჯეიმს მაკლერს შეხვდა რომელმაც ბრიტანეთის პარლამენტში ივანიშვილის დასანქცირება მოითხოვა

 "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე ბრიტანეთის პარლამენტის წევრს ჯეიმს მაკლერს შეხვდა.

 შეხვედრის მთავარი თემა საქართველოში მიმდინარე პროცესები და ივანიშვილის სანქცირების საკითხი იყო

 როგორც ბრიტანელი პოლიტიკოსი აღნიშნავს, როგორც აშშ- ასევე ბრიტანეთის მხრიდან უნდა გადაიდგას მკაფიო ნაბიჯები ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.

 ჯეიმს მაკლერი არის ბრიტანრლი დეპუტატი, რომელმაც გასულ კვირას პარლამენტს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნით მიმართა, ამ ინიციატივას კი ბრიტანეთის 20-მდე დეპუტატი შეუერთდა

 "ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა მქონდა ლონდონში, ბრიტანეთის პარლამენტის წევრთან და საქართველოსა და ქართველი ხალხის მხარდამჭერთან ბატონ ჯეიმს მაკლერთან.

 საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, არალეგიტიმური და თვითგამოცხადებული მთავრობის წევრების სანქციების საკითხს.

 ჯეიმს მაკლერი არის პოლიტიკოსი, რომელმაც გასულ კვირას დააყენა ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხი ბრიტანეთის პარლამენტში, რომელსაც 20-მდე დეპუტატი უერთდება.

 ის თვლის, რომ როგორც აშშ-მ ასევე ბრიტანეთმა მკაფიო და მკაცრი ნაბიჯები უნდა გადადგას ივანიშვილის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის, როგორც საქართველოსა და რეგიონის უსაფრთხოებას"." - განაცხადა ვაშაძემ





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics