|
2025-01-23 16:37:56, 996 ნახვა
ომი უკრაინაში
ზახაროვა - უკრაინაში ნატო-ს ინტერვენცია უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის
უკრაინაში ნატო-ს ძალების ჩარევა კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის და რუსეთისთვის მიუღებელია, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ განაცხადა. „ნატო-ს ძალების ჩარევა უკრაინაში კონფლიქტის უკონტროლო ესკალაციის საფრთხეს ქმნის და რუსეთისთვის კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა ზახაროვამ. მისი თქმით, ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ დასავლეთის ქვეყნები გეგმავენ თავიანთი ჯარების განლაგებას ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმების უზრუნველსაყოფად. „16 იანვარს ბრიტანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა იანვრის დასაწყისში გამართეს დახურული მოლაპარაკებები პოტენციური სამშვიდობო მისიის ფარგლებში ორი ქვეყნის სამხედრო ნაწილების უკრაინაში გაგზავნის შესახებ. 18 იანვარს გერმანიის თავდაცვის მინისტრმა არ გამორიცხა უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების გაგზავნის შესაძლებლობა ცეცხლის შეწყვეტის პირობების თანახმად, დემილიტარიზებული ზონის „უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ზახაროვამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)