07:08 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-23 16:34:21, 444 ნახვა

პოლიტიკა
ცესკო - „სამართლიანი არჩევნები“ საარჩევნო ადმინისტრაციაში განხორციელებულ სტრუქტურულ რეორგანიზაციას უწყების დისკრედიტაციისთვის იყენებს

დღეს, არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა სრულიად უსაფუძვლოდ და არაარგუმენტირებულად განაცხადა, რომ ცესკოში რეორგანიზაცია ფორმალურ ხასიათს ატარებდა და კანონით  დადგენილ სტანდარტებს არ აკმაყოფილებდა, მაშინ, როდესაც „სამართლიან არჩევნებს“ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით ცესკოსგან არანაირი ინფორმაცია არ გამოუთხოვია და შესაბამისად პროცესთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას არ ფლობს. როგორც ჩანს, ორგანიზაცია მისთვის უკვე ჩვეული მიკერძოების სტანდარტით, საკუთარ განცხადებაში დაეყრდნო მხოლოდ ერთი მხარის განცხადებებს და საჭიროდ არ ჩათვალა საფუძვლიანად შეესწავლა რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ყველა გარემოება.

სამწუხაროდ, „სამართლიანი არჩევნების“ მიკერძოებული დამოკიდებულება საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ არ არის ახალი. საზოგადოებას კარგად ახსოვს 2020 წელს პარალელური დათვლის შედეგების შეცდომით გამოქვეყნება და დროულად არ აღიარება ამ შეცდომის, რამაც პროცესის პოლარიზაცია და რადიკალიცაზია გამოიწვია. 2024 წელს კი ასეთივე დათვლის შედეგების აღიარება, მაგრამ არ გამოქვეყნება, რამაც ასევე მთელი რიგი კითხვები გამოიწვია და ხელი შეუწყო პროცესის შემდგომ რადიკალიზაციას.

ახლაც, მიუხედავად იმისა, რომ ცესკომ არაერთი განცხადება გაავრცელა და როგორც თანამშრომლებს, ასევე საზოგადოებას განუმარტა უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის საფუძველი, რაც ცალსახად არსებული საჭიროებებიდან და გამოწვევებიდან გამომდინარეობდა, დაინტერესებული მხარეები საკითხით მანიპულაციას კვლავ განაგრძობენ. საუბარი იმაზე, თითქოს თანამშრომლების გათავისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის კურსის მხარდაჭერის გამო მოხდა, არის შეურაცხმყოფელი ადმინისტრაციის თითოეული თანამშრომლისთვის, ვინაიდან, ასეთი მიზეზის არსებობის შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციის არც ერთ დონეზე არც ერთი თანამშრომელი აღარ დარჩებოდა. საარჩევნო ადმინისტრაცია რჩება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ერთგული და მუდმივად იცავს უმაღლეს პროფესიულ სტანდარტებს.

საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ გვინდა განვმარტოთ, რომ ეს არ არის რეორგანიზაციის პირველი შემთხვევა. საარჩევნო ადმინისტრაცია არსებული პრაქტიკის შესაბამისად, პერიოდულად, მათ შორის ჩატარებული საარჩევნო ციკლის შემდგომ აანალიზებს განხორციელებულ საქმიანობას და არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე, ცესკო იღებს სხვადასხვა, მათ შორის საკადრო, გადაწყვეტილებებს.

საარჩევნო ადმინისტრაციისთვის კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის განცხადებები. მოვუწოდებთ დაინტერესებულ მხარეებს ნუ შეიყვანენ საზოგადოებას შეცდომაში და პირადი თუ პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, ნუ შეუწყობენ ხელს საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თითოეული გადაწყვეტილება ეფუძნება და მომავალშიც დაეფუძნება მხოლოდ სამართლებრივ პრინციპებს და იმ საჭიროებებს, რომელიც ქვეყანაში არჩევნების დემოკრატიული სტანდარტებით ჩატარებას უზრუნველყოფს.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics