2025-01-23 08:10:43, 474 ნახვა
პოლიტიკა
ჯინ შაჰინი - მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით
მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით საქართველოში არსებული კრიზისის ორპარტიული განხილვისთვის, - ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი (დემოკრატიული პარტია) X-ის პლატფორმაზე წერს.
“მოხარული ვარ კაპიტოლიუმში სალომე ზურაბიშვილის მიღებით საქართველოში არსებული კრიზისის ორპარტიული განხილვისთვის. შევთანხმდით, რომ დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალადობა მიუღებელია. მივესალმები ქართველი ხალხის სწრაფვას უფრო დემოკრატიული მომავლისთვის“, - განაცხადა შაჰინმა.
თავის განცხადებას შაჰინი თან ურთავს ფოტოსურათს, რომელზეც, მის გარდა, გამოსახული არიან საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი და სენატორი როჯერ უიკერი (რესპუბლიკური პარტია).
ავტორი: ექსპრესნიუსი,