19:48 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 19:57:49, 591 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი გახარია - ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით

"მინდა, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის. დღეიდან მუშაობის ჩვეულ რიტმს ვუბრუნდები. რაც შეეხება თავდასხმას, ეს იყო წინასწარ ორგანიზებული, ჩასაფრებით მოწყობილი, პოლიტიკური შურისძიება. თავდასხმის დამკვეთი - ბიძინა ივანიშვილი.

ივანიშვილი დიდი ხანია მემუქრება მე და ჩემს ოჯახს, სხვადასხვა ფორმით და გზებით, მათ შორის, საჯაროდაც. მე არ მაინტერესებს ამ თავდასხმის შემსრულებლები. მე საქმე მაქვს ჩემზე თავდასხმის და მოქალაქეებზე ძალადობის დამკვეთთან. რაც შეეხება გამოძიებას, მათ ვაძლევთ შესაძლებლობას, შეინარჩუნონ სახე და არ გახდნენ ძალადობრივი დანაშაულების თანამონაწილე", - წერს გიორგი გახარია.

საქართველოს პროკურატურაში ბათუმის ინციდენტთან დაკავშირებით გამოკითხვის მიზნით დაბარებულმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო უწყების შენობა დატოვა.

როგორც გიორგი გახარიამ განაცხადა, ის ხვალ პრესკონფერენციას გამართავს და საზოგადოებას ზუსტ ინფორმაციას მიაწვდის. პოლიტიკოსმა აღნიშნული ინფორმაციის გარდა, სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა.


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა ფორმულას ჟურნალისტ ნინი ბალანჩივაძეს 6 თვით აკრედიტაცია შეუწყვიტა
როგორ შეცვალა ციფრულმა განვადებამ E-commerce გაყიდვები საქართველოში
საქართველოს ბანკი x Galleria Tbilisi - დააგროვეთ 10-ჯერ მეტი MR ქულა Amex ბარათით გადახდისას
„თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics