|
2025-01-22 13:01:43, 560 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს “ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში, სწორედ “TV იმედია“
თუ რამე დააბრუნებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში, სწორედ ტელეკომპანია „იმედია“ - საზოგადოების პოლარიზაციას ძალაუფლების ხელში მედიის პროპაგანდის იარაღად ქცევა იწვევს. როცა ეს ძალაუფლება ემხობა, სწორედ მისგან რადიკალურად დაპირისპირებული მეორე პოლუსი იღებს ძალაუფლებას, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გიგი უგულავამ აღნიშნა, რითაც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა. როგორც უგულავა სოციალურ ქსელში წერს, ვერცერთი პოლიციელი ვერ გაბედავს მოქალაქისთვის ცხვირ - პირის დამტვრევას, მოსამართლე თეთრზე შავის თქმას, სახლში მისულს „იმედისმაგვარი“ რომ არ ეგულებოდეს, სადაც ჩართავს და დაინახავს მისი უკანონობის „გაპრავებას“ და მისგან დაჩაგრული ადამიანის კიდევ უფრო გათელვას. „როგორ ცინიკურადაც არ უნდა ჟღერდეს, თუ რამე დააბრუნებს „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელისუფლებაში სწორედ ტელეკომპანია „იმედია“, ისევე როგორც მეტწილად ჩვენ მიერ წარმოებულმა არასწორმა მედია პოლიტიკამ მოიყვანა ივანიშვილი ხელისუფლებაში, ისევე როგორც მემარცხენე მედიის გიჟურმა ისტერიამ დააბრუნა ტრამპი ოვალურ ოფისში. მაგალითები უამრავია და შორს წაგვიყვანს. ვერცერთი პოლიციელი ვერ გაბედავს მოქალაქისთვის ცხვირ - პირის დამტვრევას, მოსამართლე თეთრზე შავის თქმას, ბიუროკრატი უსისხლძარღვო უტიფრობას, სახლში მისულს „იმედისმაგვარი“ რომ არ ეგულებოდეს, სადაც ჩართავს და დაინახავს მისი უკანონობის „გაპრავებას“ და მისგან დაჩაგრული ადამიანის კიდევ უფრო გათელვას. „ენით [სიტყვით] დაკოდილი“ გაგიგიათ ალბათ გამოთქმა. რომ არა ხელისუფლების ხელში ასეთი კოლექტიური „იმედი“, ძალაუფლების ერთ ხელში თავმოყრა ვერ მოხერხდებოდა. საზოგადოების პოლარიზაციას ძალაუფლების ხელში მედიის პროპაგანდის იარაღად ქცევა იწვევს. როცა ეს ძალაუფლება ემხობა, სწორედ მისგან რადიკალურად დაპირისპირებული მეორე პოლუსი იღებს ძალაუფლებას. დიახ, ასეა! თუ „ქოცი“ დაემხო, „ნაცი“ მოვა ხელისუფლებაში. „ნაცი“ არა აუცილებლად პარტიული გაგებით ან კონკრეტული ადამიანებით, ვინც ამ პარტიას განვასახიერებთ, არამედ როგორც არსებული რეჟიმის აბსოლუტურად საპირისპირო, თუნდაც სხვა სახელით და სახეებით. აქ მე არ ვსაუბრობ რაა კარგი და რა ცუდი, და არც ტოლობის ნიშანს ვსვამ. ვსაუბრობ მოვლენების განვითარების კანონზომიერებაზე. ივანიშვილზე საშინელება ვერ მოვა, რადგან ივანიშვილი რუსია. ივანიშვილს მოვიშორებთ, მაგრამ ინფორმაციული მოწამვლის პრობლემა კვლავ იარსებებს. ეს ყველაფერი ირაკლი რუხაძემ და სხვებმა, ვინც დღეს ივანიშვილის რეჟიმის ატლანტებს წარმოადგენენ კარგად იციან. ზოგი ტვინით ხვდება, ზოგიც კანით გრძნობს. უბრალოდ, ისინი ტუტსის ტომის ლოგიკით ცხოვრობენ. ბოროტებაა, როცა შენ გაოხრებენ, სიკეთე, როცა შენ აოხრებ. აი, ამ ტრაიბალიატური ინსტინქტის ძრავაა “იმედი”,- წერს უგულავა.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)