08:48 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-22 12:03:38, 387 ნახვა

პოლიტიკა
დოლიძე - ჩვენ უკვე ვმუშაობთ ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებთან, რათა ირაკლი რუხაძეს ამ სქემისთვის პასუხი სანქციების მეშვეობით ვაგებინოთ

ირაკლი რუხაძის ბიზნესები, რომლებიც საქართველოში არსებობს, ჩართულია უზარმაზარ სქემაში და რეგისტრირებულია ნიდერლანდებში და ამასთან, „ოფშორულ ზონაში“, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე - ის დოვლათი, რომელიც უნდა იდებოდეს ქართულ ეკონომიკაში, რუხაძეს, როგორც წურბელას, ჯიბეში და საქართველოს საზღვრებს გარეთ მიაქვს, - ამის შესახებ პარტია „ანა დოლიძე - ხალხისთვის“ ლიდერმა, ანა დოლიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ის მუშაობს ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებთან, რათა „ირაკლი რუხაძეს ამ სქემისთვის პასუხი სანქციების მეშვეობით ვაგებინოთ“.

„გუშინ მოვისმინეთ „ქართული ოცნების“ რეპრესიული რეჟიმის ერთ-ერთი მხარდამჭერის, ოლიგარქ ირაკლი რუხაძის ინტერვიუ. გარდა იმისა, რომ ის არის იდეოლოგიური აპარატის, ანუ „იმედის“ ხელმძღვანელი, რითაც სისხლიანი რეპრესიები ტარდება, ის არის ქართული ეკონომიკის წურბელა. მთელი მისი ბიზნესი, რომლებიც საქართველოში არსებობს, ჩართულია უზარმაზარ სქემაში და სინამდვილეში, რეგისტრირებულია დასავლეთ ევროპაში, კონკრეტულად, ნიდერლანდებში. გარდა ამისა, მთელი მისი კონგლომერატი საბოლოოდ, რეგისტრირებულია „ოფშორულ ზონაში“, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. პირველი საკითხი ისაა, რომ ის დოვლათი, რომელიც უნდა იქმნებოდეს და იდებოდეს ქართულ ეკონომიკაში, ბატონ რუხაძეს, როგორც წურბელას, ჯიბეში და საქართველოს საზღვრებს გარეთ მიაქვს. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, რომ მისი ბიზნესები რეგისტრირებულია ისეთ დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა ნიდერლანდები და დიდი ბრიტანეთი და მას აშშ-ის მოქალაქეობა აქვს.

ჩვენი ამოცანაა, ვიმუშაოთ ნიდერლანდების პარლამენტის წევრებთან და სამართალდამცავ უწყებებთან ისევე, როგორც დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის საგადასახადო, პოლიტიკურ და სამართალდამცავ უწყებებთან, რათა პასუხი მოვთხოვოთ ბატონ რუხაძეს „იმედის“, როგორც მთავარი რეპრესიული პროპაგანდისტული მანქანის მფლობელობასთან და მართვასთან დაკავშირებით. ჩვენ უკვე ვმუშაობთ ნიდერლანდებისა და დიდი ბრიტანეთის პოლიტიკოსებთან, რათა ირაკლი რუხაძეს ამ სქემისთვის პასუხი სანქციების მეშვეობით ვაგებინოთ“,- განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics