|
2025-01-22 11:02:48, 946 ნახვა
ომი უკრაინაში
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი - გვსურს უკრაინაში ომი ისე დასრულდეს, რომ 3-4 წელიწადში აღარ დაიწყოს
გვსურს უკრაინაში ომი ისე დასრულდეს, რომ 3-4 წელიწადში აღარ დაიწყოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ CBS Mornings-თან ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, კონფლიქტი უნდა დასრულდეს და ეს აშშ-ის პოლიტიკას წარმოადგენს. „გვსურს, რომ მის დასასრულებლად ყველაფერი გავაკეთოთ. ჩვენს ძალისხმევას გამოვიყენებთ, რათა ეს კონფლიქტი სტაბილურად დასრულდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ არ გვსურს კონფლიქტი დასრულდეს და შემდეგ ორ, სამ ან ოთხ წელიწადში განახლდეს. სტაბილურობის უზრუნველყოფა გვსურს", - განაცხადა რუბიომ. მისი თქმით, კონფლიქტი, რომელიც რუსეთმა დაიწყო ახლა ჩიხშია შესული და როგორც უკრაინისთვის, ისე რუსეთისთვის დამანგრეველია. "ყველა ბედნიერი უნდა იყოს, რომ დონალდ ტრამპი, რომელსაც მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობა და კონფლიქტების დასრულება სურს, აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)