|
2025-01-22 01:49:32, 518 ნახვა
პოლიტიკა
რუხაძე - აშშ ვერ დამასანქცირებს, სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს
ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი, ირაკლი რუხაძე ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მას, როგორც აშშ-ის მოქალაქეს "ვერ დაასანქცირებს". რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, ამით იგი გამოეხმაურა წერილს, რომელიც შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს. წერილი რადიო თავისუფლებას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა. "რა თქმა უნდა, მე სანქციები არ მახარებს. არ მგონია, რომ მე სანქციები მემუქრება, შემიძლია, ვრცლად ავხსნა, რატომ მგონია... მაგრამ საერთოდ, ამ სიტუაციაში რომ ვარ და ამ ფორმაში, არ მახარებს იმიტომ, რომ მე დამასანქცირა უკრაინამ, რომელიც ძალიან მიყვარს... უზარმაზარი ბიზნესი მაქვს აწყობილი უკრაინაში, ვგიჟდები უკრაინაში სიარულზე, ყოველთვის მიყვარდა და წარმოუდეგენელი ტრაგედია იყო, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. [...]" - ამბობს ირაკლი რუხაძე და ამტკიცებს, რომ "აშშ თავის მოქალაქეს არ ასანქცირებს". რუხაძე ირწმუნება, რომ სიაში, რომელიც შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს გაუგზავნეს, ჩაწერეს იმ ბიზნესმენთა სახელები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის "უზარმაზარ ნაწილს" აკონტროლებენ. "მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს იმიტომ, რომ სანქციის აზრი იკარგება... შეიძლება სხვა ქვეყანამ დამასანქციროს, ამერიკა ვერ. მე სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს. იქ [წერილში] შეყარეს დიდი სია ხალხის, რომელიც ერთად აღებული ვაკონტროლებთ ეკონომიკის უზარმაზარ ნაწილს. ეს გაიზრდება იმიტომ, რომ მიდის მცდელობა, რომ დაანგრიოს საქართველოს ეკონომიკა. ჩვენ ვიცით, რომ თუ ეკონომიკა კარგად მიდის, ხალხი მთავრობას არ ცვლის...", - ამბობს იგი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)