21:37 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-21 17:21:25, 633 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე - მაღალი ბარიერის შემთხვევაში, პარლამენტში შესაძლოა მოხვდეს ორი ან 3 პარტია, რაც დემოკრატიისთვის ცუდია

„თუ აქ იქნება ახალი გაერთიანებები ძალიან კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ ისინი რეალურ გადაწყვეტილების მიმღებ ძალად შეიქმნან, აუცილებელია საარჩევნო ბარიერის დაწევა.“  - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა დოლიძემ განაცხადა.

 

მისივე თქმით, მაღალი ბარიერის შემთხვევაში, პარლამენტში შესაძლოა მოხვდეს ორი ან 3 პარტია, რაც დოლიძის აზრით, დემოკრატიისთვის ცუდია.

“თუ აქ იქნება ახალი გაერთიანებები ძალიან კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ ისინი რეალურ გადაწყვეტილების მიმღებ ძალად შეიქმნან, საარჩევნო ბარიერის დაწევა აუცილებელია, ეს არის ჩემი რეკომენდაცია. ვისაც უნდა პოლიტიკაში შემოსვლა, ახალ, პოტენციურ ძალებს, მათ უნდა იფიქრონ და მოითხოვონ კონსტიტუციური ცვლილება არა ამ არჩევნებზე, რადგან კონსტიტუციური ცვლილება ასე ადვილად ვერ მოხდება. რთული პროცესია, მაგრამ შემდეგი არჩევნებისთვის მათ უნდა მოითხოვონ საარჩევნო ბარიერის დაწევა. მაგ: როგორც ჰოლანდიაშია. ჰოლანდიაში არის 2%-იანი ბარიერი, ძალიან მრავალფეროვანი და შესაძლებელია მარტივად ახალი გაერთიანებების შექმნა. მაღალი ბარიერის შემთხვევაში, პარლამენტში შესაძლოა მოხვდეს ორი ან 3 პარტია, რაც დემოკრატიისთვის ცუდია”, - განაცხადა ანა დოლიძემ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics