10:13 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-21 12:36:39, 471 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი - ტრამპის ინაუგურაციაზე საქართველოს ხელისუფლება არ ყოფილა წარმოდგენილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება არ იყო წარმოდგენილი დონალდ ტრამპის ინაუგურაციაზე, რაც, მისი თქმით, ნათლად აჩვენებს, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ვერ ხედავს საქართველოს მმართველობაში იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც პარტნიორად მიიჩნევს.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან არავინ ყოფილა წარმოდგენილი ინაუგურაციაზე. ეს არის განმსაზღვრელი, რომ დღეს აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია ვერ ხედავს ადამიანს, პარტნიორს, რომელსაც ხელს ჩამოართმევს და მიიწვევს ასეთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე. ეს არის პრობლემა,“ – განაცხადა ბეჟაშვილმა.

როგორც ბეჟაშვილმა აღნიშნა, ოპოზიცია ცდილობს, დიდ ღონისძიებებს დაესწროს, რაც მისივე თქმით, „კარგია“, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ამ ღონისძიებას არ დასწრებიან.

ბეჟაშვილმა ასევე უპასუხა კითხვას, არის თუ არა თანხვედრაში „ქართული ოცნების“ და ტრამპის პოლიტიკა, და აღნიშნა, რომ ამის პასუხი იმ განცხადებებშია, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის სანქციებთან დაკავშირებით კეთდება. მისივე თქმით, ახალი აშშ-ის ადმინისტრაცია მიუღებლად მიიჩნევს დიქტატორულ რეჟიმებს, მათ შორის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ პოზიციას.

„ივანიშვილმა უნდა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილებები, დანიშნოს არჩევნები და ქართველ ხალხს მიანდოს საქართველოს მომავალი,“ – განაცხადა ბეჟაშვილმა.

მისივე თქმით, „დიფ სთეითთან“ დაკავშირებული საუბრები „გაუმართლებელია“, რადგან, როგორც ბეჟაშვილი აღნიშნავს, რეალური პოლიტიკა მხოლოდ ხელისუფლებამ უნდა აწარმოოს. „დიფ სთეითი“ კი, მისი თქმით, არ არის მთავარი პრობლემა, რადგან საქართველო დღეს რუსული იმპერიალისტური ზრახვების განხორციელების საფრთხის ქვეშაა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპზე სროლაში ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია
ტრამპზე თავდასხმის მცდელობა მოხდა
ორბანი პარლამენტში იმიტომ არ მიდის, რომ აშშ-ში გაქცევის გეგმას ამზადებს - გამომძიებელი ჟურნალისტი
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics