|
2025-01-20 17:39:17, 711 ნახვა
საზოგადოება
ლევან იოსელიანი - საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც არ იტყუება
მოგონილი ტყუილია, ამის დამადასტურებელი ინფორმაცია გამოვაქვეყნე, ბევრი განმარტება გავაკეთე, სისტემური ხასიათი ჰქონდა არასათანადო მოპყრობას, რომელიც თავის თავში მოიცავს სხვადასხვა ტიპის დანაშაულებს, მათ შორის წამებას, წამების მუქარას, არაადამიანურ მოპყრობას, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანს კითხვა დაუსვეს „სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“ განცხადებაზე, რომ ის ჯეროვნად არ ასრულებს თავის მოვალეობას, რადგან სისტემურ ძალადობად არ შეაფასა აქციების დროს დაზარალებულების მდგომარეობა. „ათზე მეტი განცხადება გავავრცელე, სადაც ვამბობ, რომ პასუხისმგებლობა პოლიციას და ხელისუფლებას ეკისრება, ვინც ეს ჩაიდინა და ვინც უნდა გამოიძიოს ეს საკითხი. საქართველოს ისტორიაში პირველი სახალხო დამცველი ვარ, რომელიც ყველა სოციალურ საცხოვრისში, თავშესაფარში ნამყოფია, ყველას პრობლემა იცის და ყველაფერზე საჯაროდ ლაპარაკობს და არ იტყუება“, – განაცხადა იოსელიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)