11:29 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 15:17:25, 609 ნახვა

სამართალი
გერმანიის საელჩო - იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემას

იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, გერმანიის საელჩო ყურადღებით აკვირდება აქციების დროს დაკავებული მოქალაქეების სასამართლო პროცესებს.

„გერმანიის საელჩო ყურადღებით აკვირდება დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმდინარე აქტუალურ სასამართლო პროცესებს, მათ შორის, ავთანდილ კუჭავასა და დავით გოგილაშვილის წინააღმდეგ. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ მათ სასამართლო პროცესებს გასულ კვირას ჩვენს ევროპელ, ამერიკელ და ბრიტანელ პარტნიორებთან ერთად დავესწარით. ამასთან განსაკუთრებით ვაქცევთ ყურადღებას, დაცული არის თუ არა სასამართლოში სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპები. დაკავებულებს ბრალად ედებათ სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნებისადმი დაუმორჩილებლობა. ბევრი მათგანი პროტესტების დროს პოლიციის გადამეტებული ძალადობის მსხვერპლიც გახდა. იმ ადამიანების მიზანმიმართული დევნა, რომლებიც თავიანთ ძირითად უფლებებს იცავენ, აზიანებს დემოკრატიას, სასამართლო სისტემასა და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს საქართველოში,“ - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics