11:41 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-20 13:02:37, 400 ნახვა

პოლიტიკა
ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა

გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან იზორია, განათლებისა და მეცნიერების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩევლად დაინიშნა.

მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ლევან იზორია პრემიერ-მინისტრის მრჩევლის პოსტს ცოტა ხნის წინ დაინიშნა.

ამასთან, მათივე ინფორმაციით, ლევან იზორია ირაკლი კობახიძის მრჩევლად მას შემდეგ დაინიშნა, რაც მას გერმანიაში ელჩობის ვადა ამოეწურა.

ცნობისთვის, დღეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ იქმნება სამთავრობო კომისია, რომელიც იმუშავებს საუნივერსიტეტო რეფორმაზე. ამ კომისიის მდივანი კი მისი მრჩეველი განათლებისა და მეცნიერების საკითხებში, ლევან იზორია იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლევან იზორია გერმანიაში ელჩად 2020 წლის თებერვალში დაინიშნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics