2025-01-19 10:55:45, 11090 ნახვა
სპეციალური ანონსი
დღეს თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება
![]() დღეს თბილისში და რეგიონებში საპროტესტო აქციები გაიმართება. თბილისში, 19:00 საათზე, მოხალისეთა და საქველმოქმედო პროექტების მხარდამჭერთა მსვლელობა რუსთაველის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. 19:00 საათზე კი მოქალაქეები საქართველოს პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქცია არის დაგეგმილი საზოგადოებრივ მაუწყებელთანაც. 21:00 საათზე ცისფერი გალერეის წინ საჯარო დისკუსია “ქართულ-ამერიკული ურთიერთობების ისტორია და სამომავლო პერსპექტივები”შედგება. საპროტესტო აქცია19:00 საათზე, „კი ევროპას, არა რუსეთს!“ გაიმართება ქუთაისის მერიასთან. ამავე დროს არის დაგეგმილი აქცია „სამშობლოს სამსახურში!“ საკონსტიტუციო სასამართლოსთან ბათუმში. აქცია გაიმართება ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, სახელწოდებით „ბრძოლა გამარჯვებამდე“. 15:00 საათზე დაიწყება „უწყვეტი პროტესტი თელავში!“. 18:00 საათზე კი ახალციხეში, რუსთაველის ძეგლთან შეიკრიბებიან მოწოდებით - „არა რუსულ რეჟიმს!“. საქართველოში თვეზე მეტია მიმდინარეობს პროტესტი მოთხოვნით - დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები, ასევე, აქციის მონაწილეები ითხოვენ დაკავებულთა გათავისუფლებას.
საზოგადოებრივი მაუწყებლისა და “იმედის” ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის ფაქტზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო
კობახიძის მუქარა - დამხობა ჩავარდა, ვერავინ გაეპარება პასუხისმგებლობას
ვრჩებით რუსთაველზე და ვათენებთ, არ დავიძვრებით ადგილიდან, სანამ ქვეყანაში რუსული რეჟიმი არ დასრულდება - "ერთობა"
დაშავებული აქციის 6 მონაწილე და 21 სამართალდამცველი ჰოსპიტალიზირებულია- ჯანდაცვის სამინისტრო
|
რედაქტორის რჩევით
![]() ივანიშვილის არაქართული, არაადამიანური ვენდეტა ბაჩიაშვილის და მისი მშობლების წინააღმდეგ
![]() შეტევა 12 საათს გაგრძელდა. რუსეთმა უკრაინის მიმართულებით თითქმის 500 დრონი და 40-ზე მეტი რაკეტა გაუშვა
ომი უკრაინაში![]() აშშ-ის დაზვერვა უკრაინას დაეხმარება რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების მიზანში ამოღებაში.
![]() უკრაინის გენერალურმა შტაბმა პუტინს მოსკოვში ელექტროენერგიის გათიშვით დაემუქრა, თუ ენერგეტიკულ სექტორზე თავდასხმები გაგრძელდება.
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|