2025-01-18 20:44:14, 658 ნახვა
პოლიტიკა
გაასაჯაროვეთ კადრები - ბათუმის შერატონში მოქალაქეებმა აქცია გამართეს
"კადრები" - ამ შეძახილებით ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" საპროტესტო აქციის მონაწილეები შევიდნენ. ისინი სასტუმროს ფოიეში იმყოფებიან და იმ კადრების გადაცემას მოითხოვენ, რომელზეც სრულად არის ასახული გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე მომხდარი თავდასხმები.
აქციის მონბაწილეები შევიდნენ ჰოლში და გაშალეს საქართველოს დროშები. ასევე მათ შერატონის შესასვლელ კარებთან გააკრეს სტიკერები წარწერით "აქ არ არის უსაფრთხო"
ჩანაწერის გადაცემას თავდასხმის დღიდან ითხოვს პარტია "გახარია საქართველოსთვისაც"
"შერატონში" ადასტურებენ, რომ გახარიაზე თავდასხმის სრული ჩანაწერი არსებობს და მას ადვოკატთან კონსულტაციის შემდეგ გადასცემენ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,