11:40 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 18:00:01, 539 ნახვა

პოლიტიკა
„ძლიერი საქართველო“ - ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა პოლიციას არ დაულუქია და ამ დრომდე შტაბში ინახება

ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა ამ დრომდე „ძლიერი საქართველოს“ საბურთალოს შტაბში ინახება, – ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც საბურთალოს შტაბთან მომხდართან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციას ასევე არ დაუკითხავს საბა ბუაძე და პარტიის სხვა წევრები.

„ცივი იარაღი, რომელიც საბა ბუაძეზე თავდამსხმელს შემთხვევის ადგილზე დაუვარდა პოლიციას არ წაუღია/დაულუქია, როგორც სამხილი და დანაშაულის იარაღი. დანა ამ დრომდე „ძლიერი საქართველოს“ საბურთალოს შტაბში ინახება. პოლიციას ასევე არ დაუკითხავს საბა ბუაძე და პარტიის სხვა წევრები, რომლებიც თავდამსხმელების სამიზნეები და თავდასხმის თვითმხილველები იყვნენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ცოტა ხნის წინ, წევრმა, „ლელოს“ წევრმა, საბა ბუაძემ სოციალურ ქსელში გავრცელა ვიდეო და დაწერა: „საბურთალოს შტაბიდან გამოსულებს პროვოკატორები შემოგვხვდნენ „შემთხვევით“, გინებით, დანით და ქვების სროლით“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
ტრამპის მიღებაზე სროლა ამძაფრებს სიტუაციას საიდუმლო სამსახურის არასაკმარისი დაფინანსების გამო
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
სროლაში ეჭვმიტანილმა აღიარა ტრამპის ადმინისტრაციაზე თავდასხმა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics