11:08 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 17:34:10, 399 ნახვა

პოლიტიკა
გია ნოდია: ხუთპარტიული კოალიციის პირობებში ორპარტიული სეპარატული შეთანხმება კოალიციისთვის დამაზიანებელია

"რესპუბლიკურ პარტიას" შეიძლება ჰქონდეთ პრეტენზია, რომ კოალიციაში გამოკვეთილად ნომერ მეორე პარტია იყოს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ეს ასეც არის, - ამის შესახებ  მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის თავმჯდომარემ გია ნოდიამ "ექსპრესნიუსს" განუცხადა.

როგორც პოლიტოლოგმა განმარტა, პრემიერ მინისტრმა დღეს კიდევ ერთი ორჭოფული განცხადება გააკეთა, რომლის თანახმადაც მოლაპარაკებები "ქართულ ოცნებასა" და "რესპუბლიკელებს" შორის მთლიანად კოალიციაზე უნდა ვრცელდებოდეს.

"ჩემთვის ეს განცხადებაც და იდეაც საკმაოდ დამაბნეველი და ბუნდოვანი იყო, იმიტომ რომ თუ არის 5 პარტიული კოალიცია, მაშინ სეპარატული შეთანხმება 2 პარტიას შორის კოალიციისთვის კარგი არ არის და საერთოდ რატომ უნდა იყოს," - განაცხადა გია ნოდიამ.

შეგახსენებთ, გუშინ „რესპუბლიკელებისა“ და პრემიერ-მინისტრის დასრულების შემდეგ პარტიის ლიდერებმა დავით უსუფაშვილმა და ხათუნა სამნიძემ განაცხადეს, რომ „ქართული ოცნება“ და „რესპუბლიკელები“ ორმხრივ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა რას ნიშნავს ორმხრივი თანამშრომლობა მათ არ დაუკონკრეტებიათ. მათივე განცხადებით, პარტიები სტრატეგიულ თანამშრომლობაზე გადადიან.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics