13:03 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-18 14:04:40, 470 ნახვა

პოლიტიკა
ანა დოლიძე - ბრიტანეთის სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ ხელის შემშლელი ბევრი რამისთვის იქნება

კოალიცია ,,ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა დოლიძე, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბრიტანელი დეპუტატის, ჯეიმს მაკლირის მოწოდებას ეხმაურება, რომელიც გაერთიანებულ სამეფოს, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, მას კომუნიკაცია ჰქონდა აღნიშნული ინიციატივის ავტორთან, ჯეიმს მაკლირთან, რომელიც ახლა ხელმოწერების შეგროვებითაა დაკავებული, რომ ბრიტანეთმა ეს ინიციატივა სისრულეში მოიყვანონ.

მისივე თქმით, ბრიტანეთის სანქციები, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მნიშვნელოვანია, რომ „ფულის დარიგება ვერ მოხდეს“.

„ლიბერალურმა დემოკრატიულმა პარტიამ შეიტანა ეს ინიციატივა პარლამენტში, გუშინ მქონდა კომუნიკაცია უშუალოდ იმ პირთან, ვინც ეს ინიციატივა დააყენა და ამბობს, რომ ახლა აქტიურად მიმდინარეობს ხელმოწერების შეგროვება, იმისთვის რომ ეს რეზოლუცია მიიღოს ბრიტანეთმა. როგორც კი შეგროვდება ეს ხელმოწერები, შესაბამისად, დადგება ეს რეზოლუცია პარლამენტში ზუსტად ისეთი, როგორიც დადგა ჰოლანდიაში. ევროპული სანქციები ბიძინა ივანიშვილის მიმართ მნიშვნელოვანია, რათა ვერ მოხდეს ფულის დარიგება. მართალია, მათ ნაღდი ფულიც ექნებათ, მაგრამ ეს იქნება ბევრი რამისთვის ხელის შემშლელი“, - განაცხადა ანა დოლიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics