|
2025-01-18 12:15:24, 518 ნახვა
პოლიტიკა
მანჯგალაძე - გიორგი ვაშაძეს ინაუგურაციაზე მოწვევა რესპუბლიკური პარტიისგან მოუვიდა, მოსაწვევი მე არ მინახავს
გიორგი ვაშაძეს ინაუგურაციაზე მოწვევა რესპუბლიკური პარტიისგან მოუვიდა, მოსაწვევი მე არ მინახავს, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, გიორგი ვაშაძეს მეორე მოწვევაც აქვს, რომელიც საღამოს ვახშამსა და სხვა პოლიტიკურ ღონისძიებებზე დასწრებას ითვალისწინებს. „გიორგი ვაშაძეს მოწვევა რესპუბლიკური პარტიის შესაბამისი თანამდებობის პირისგან მოუვიდა. ეს მოწვევა, მე როგორც ვიცი, არ არის მხოლოდ ინაუგურაციაზე დასწრების, ასევე გიორგის აქვს მეორე მოწვევაც, რომელიც ითვალისწინებს საღამოს ვახშამსა და სხვა პოლიტიკურ ღონისძიებებზე მის ყოფნას. აქამდე ზუსტად ვერ გეუბნებოდით, რადგან არ ვიცოდი. სასწრაფოდ დაგვჭირდა ბილეთების ყიდვა, გიორგი უკვე გაფრინდა და ამ ღონისძიებებში საქართველოს სახელით სიამოვნებითა და სიამაყით მიიღებს მონაწილეობას“, – აღნიშნა მანჯგალაძემ. ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად ვინ დაპატიჟა გიორგი ვაშაძე რესპუბლიკური პარტიიდან, მანჯგალაძემ უპასუხა, რომ მოსაწვევი არ უნახავს და ზუსტი პასუხი ამაზე არ აქვს. „მე არ მინახავს მოსაწვევი, ამიტომ ვერ გეტყვით. მე როგორც ვიცი, გიორგის აქვს კონტაქტები რესპუბლიკურ პარტიასთან, ჩვენი პარტნიორები არიან ამერიკელი რესპუბლიკელები და მოსაწვევი არის რესპუბლიკური პარტიიდან“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)