10:33 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 17:17:19, 504 ნახვა

საზოგადოება
სამშობლოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტი იდენტიფიცირებულია

აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას  აეროპორტში  თვითმფრინავის  აფეთქებისას  დაღუპული   კიდევ 10 მებრძოლის  ნეშტი იდენტიფიცირებულია.

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ  ბიუროში იმყოფებოდა, სადაც  10  იდენტიფიცირებული   ნეშტი ოჯახის წევრებს გადასცეს.  ექსპერტიზის ბიუროდან ცხედრები სამების საკათედრო ტაძარში გადაასვენეს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში 4-5 მარტს                                                    (4 მარტი - 18:00 საათი  5 მარტი - 12:00 საათი)  გაიმართება. აფხაზეთიდან გადმოსვენებულ მებრძოლებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე 5 მარტს, 15:00 საათზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა  ორმხრივი  საკოორდინაციო ჯგუფი,  რომელიც   1992-1993 წლებში  ქართულ-აფხაზური კონფლიქტის შედეგად  უგზო-უკვლოდ დაკარგულთა  მოძიების  საკითხებს შეისწავლის. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა  ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების  ექსჰუმაცია.

ბაბუშერას ძმათა  სასაფლაოზე  სამარხის გახსნის  შემდეგ,    იდენტიფიცირების მიზნით,  ნეშტები  გადმოსვენებულ იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო  ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში.  საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები   ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამ ეტაპზე, სულ იდენტიფიცირებულია 31 ნეშტი.

უახლოეს მომავალში მოხდება ბაბუშერას ძმათა სასაფლაოდან გადმოსვენებული კიდევ 12 ნეშტის იდენტიფიცირება.   დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგად, 2016 წელს კიდევ ორი სამარხი გაიხსნება, საიდანაც 100-ზე მეტ ცხედარს გადმოასვენებენ.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics