11:08 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 17:11:35, 378 ნახვა

პოლიტიკა
„ბათუმის წყლის“ დირექტორმა თანამდებობა დატოვა

„ბათუმის წყლის“ დირექტორმა  ალექსანდრე მიქელაძემ გამოძიების პერიოდში  თანამდებობა დატოვა.

მიქელაძემ პოსტის დატოვების გადაწყვეტილება, გამოძიებისა და კომპანიის  ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო. როგორც ცნობილია, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა  გადადგომის შესახებ განცხადება დააკამყოფილა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი „ბათუმის წყალის“ ხელმძღვანელის მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებს  მთავრობის სხდომაზე გამოეხმაურა.  პრემიერმა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საკითხში დეტალურად გარკვევა დაავალა. ამასთან, კვირიკაშვილის განცხადებით, თუ აღნიშნული საკითხი დადასტურდება,  „ბათუმის წყლის“ ხელმძღვანელი  თანამდებობას დატოვებს.

შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ბათუმის წყლის“ დირექტორ  ალეკო მიქელაძეს რესტორანმა „ BK“-მ ბათუმში სასურველი მაგიდა ვერ შესთავაზა. ის რესტორნიდან გაბრაზებული წავიდა. რამდენიმე წუთში კი, რესტორანს წყლის მიწოდება შეუწყვიტეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
The National Interest: ახალი ინიციატივა შესაძლოა ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში ძალთა ბალანსს შეცვლის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics