|
2025-01-18 08:54:05, 419 ნახვა
პოლიტიკა
ბრიტანეთში ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადებას 18 დეპუტატი უერთდება
გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატაში ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ წინადადებას უკვე 18 ბრიტანელი დეპუტატი აწერს ხელს. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელმა დეპუტატმა, ჯეიმს მაკლირიმ გაერთიანებულ სამეფოს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილს სანქციები დაუწესონ. "პალატა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა და მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გადამეტებული გამოყენების გამო; გმობს ბიძინა ივანიშვილის როლს დემოკრატიის შელახვისა და საქართველოში რუსეთის გავლენის ხელშეწყობაში; აღნიშნავს, რომ შეერთებულმა შტატებმა დააწესა სანქციები ივანიშვილზე და მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს მთავრობას, იგივე გააკეთოს დემოკრატიული უკანდახევის წინააღმდეგ მტკიცე პოზიციის დემონსტრირებისთვის; მოუწოდებს გაერთიანებული სამეფოს სტრატეგიული პარტნიორობის გადახედვას საქართველოსთან და უფრო მჭიდრო კოორდინაციას ევროკავშირის პარტნიორებთან რუსეთის ჩარევის დასაპირისპირებლად; და კიდევ ერთხელ ადასტურებს ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მხარდაჭერას", - წერს დეპუტატი.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)