|
2025-01-17 17:45:51, 459 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს მთავრობის მეთაურმა პირისპირ შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან და პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვთან. ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების ხელმძღვანელობით საქართველო- აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-10 სხდომა გაიმართა. ირაკლი კობახიძემ აზერბაიჯანის პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს თბილი დახვედრისა და მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ორმხრივი ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას. „ჩვენთვის ამ ურთიერთობებისა და მეგობრობის შემდგომი გაღრმავება უკიდურესად მნიშვნელოვანია. ამას აქვს სტრატეგიული მნიშვნელობა როგორც ჩვენთვის, ასევე, დარწმუნებული ვარ, აზერბაიჯანისთვის. მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო პირადად პრეზიდენტ ალიევს მხარდაჭერისთვის საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და წვლილისთვის, რომელიც მას აქვს შეტანილი ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების გაღრმავებაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)