|
2025-01-17 17:39:41, 467 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია სახალხო დამცველზე - ზუსტად ისეთივე მავნებელია, როგორც მდინარაძე, კობახიძე და ზარქუა
სახალხო დამცველი ხალხს და ხალხის წართმეულ არჩევანს კი არა, არჩევნების წამრთმევ ძალას იცავს კბილებით - ამის შესახებ ,,კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა. ,,ახლახანს ფბ პოსტი დაწერა და თქვა თუ ადამიანებს პირადობები ჩამოართვეს - მათი ნახევარი მაინც რატომ არ დგას გარეთო, ანუ ჯერ ხომ მდინარაძის მათემატიკით იანგარიშა და შემდეგ თქვა, მოწყვლადი ადამიანი, რომელზეც სახელმწიფომ იძალადა, გარეთ თუ არა არის გამოსული - არ მჯერაო. თუ ადრე როგორღაც ამოღერღა რომ დემონსტრანტების წამებას ჰქონდა ადგილი, ახლა ესეც გადათქვა და გაიძახის რომ წამებას სისტემური ხასიათი არ ჰქონია. თუ გუშინ და გუშინწინ ვინმეს კიდევ სჯეროდა რომ იოსელიანი ღირსეული ომბუდსმენი იქნებოდა, დღეს ეჭვი აღარავის ეპარება რომ ის რეჟიმის მიერ დაქირავებული ზუსტად ისეთივე მავნებელია, როგორც მდინარაძე, კობახიძე და ზარქუა. ძალიან სიმბოლური იყო, ლევანი რომ ე.წ. "სახალხო დამცველად" რუსული კანონის მიღების დღეს აირჩიეს, მისი განუყოფელი ნაწილია. ომბუდსმენის შენობაში ასეთი მავნებელი არავინ მჯდარა, ასეთი სამარცხვინო სახალხო დამცველი ქართველ ხალხს არ ჰყოლია" - წერს ნიკა მელია
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსეთის ფედერაციამ შეუტია ოდესის ოლქის საპორტო ინფრასტრუქტურას
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)