|
2025-01-17 14:55:42, 593 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, საქართველო კვლავ რეგიონის ლიდერად რჩება
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი პოლიტიკური ძალის მხრიდან კეთდება არასაფუძვლიანი პროგნოზები, წინასწარი შედეგებით, ცხრა პროცენტიანი ზრდით უნდა დავასრულოთ 2024 წელი, მაგრამ, რაც ყველაზე საყურადღებოა, ის დაგეგმილი მაჩვენებელი, რომელიც გვქონდა 2025 და 2026 წლებში, მსოფლიო ბანკის პროგნოზის მიხედვით, ასევე შენარჩუნებულია" - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა მსოფლიო ბანკის „მსოფლიოს ეკონომიკური პერსპექტივების" მიმოხილვის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ამ ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მიხედვით საქართველო კვლავ რეგიონის ლიდერად რჩება. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის, 2024-2026 წლებში საქართველოს ექნება საშუალოდ ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა (6.7 პროცენტი). მსოფლიო ბანკმა ზრდის მიმართულებით გადახედა საქართველოს 2024 წლის ეკონომიკური ზრდის შეფასებასა და 2025 წლის პროგნოზს. განახლებული შეფასებით, საქართველოს ეკონომიკა 2024 წელს 9.0%-ით გაიზარდა (2024 წლის ივნისის პროგნოზთან შედარებით 3.8 პ.პ-ით მეტი). მსოფლიო ბანკის შეფასებით, 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 6.0%- ს (2024 წლის ივნისთან შედარებით 1.0 პროცენტული პუნქტით მეტი), ხოლო 2026 წელს 5.0%- ს (2024 წლის ივნისთან შედარებით არ შეცვლილა) შეადგენს. ანგარიშის მიხედვით, საქართველო გლობალურად ერთ-ერთი ლიდერია ეკონომიკური ზრდის მიხედვით, ხოლო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მასშტაბით, ზრდის თვალსაზრისით პირველ ადგილზეა, როგორც 2024, ასევე 2025 წელს. 2025-2026 წლის საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს, ხოლო 5-ჯერ აღემატება ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპს.
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)