14:24 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 14:25:05, 378 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - მე მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს მქონია

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მას მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობა აქვს და სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს ჰქონია. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

კითხვაზე, მოგზაურობის დროს მხოლოდ საზღვარგარეთის პასპორტით სარგებლობს თუ აქვს სხვა ტიპის დოკუმენტიც, მაგალითად, იტალიის მოქალაქეობა ან ბინადრობის მოწმობა, კახა კალაძის თქმით, იტალიაში არც სახლი აქვს და არც  ბინადრობის უფლება.

„მე მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ და არ მაქვს სხვა ქვეყნის პასპორტი. არც იტალიაში ბინადრობის უფლება მაქვს, არც სახლი მაქვს. როდესაც საქართველოში წამოვედი, იტალიაში სახლი გავყიდე. სხვა ქვეყნის პასპორტი არასდროს მქონია, სხვებისგან განსხვავებით, არც რუსეთის მოქალაქე ვარ. და რომც მქონდეს ორმაგი მოქალაქეობა, რა პრობლემაა? ჩემი ერთადერთი სამოგზაურო დოკუმენტი არის ქართული პასპორტი“, - განაცხადა თბილისის მერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics