14:24 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 12:45:49, 448 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ქადაგიძე ბრიტანულ სანქციებზე - ამ სიაში მოხვედრილ კომპანიებს თუ ადამიანებს აღარ ელაპარაკება არავინ

ბრიტანელი პოლიტიკოსების მხრიდან ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე აფასებს. 

გიორგი ქადაგიძეს მიაჩნია, რომ რუსული ინტერესების გატარების გამო "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის შავ სიაში შეყვანა ქართველი ოლიგარქის კომპანიებს სრულ იზოლაციაში მოაქცევს. 

"ამ სიაში მოხვედრილ კომპანიებს თუ ადამიანებს აღარ ელაპარაკება არავინ არც ბიზნესის სამყაროში, არც პოლიტიკის სამყაროში" - აცხადებს გიორგი ქადაგიძე. 

ეს არის კეთროვანთა სია. არ არის მარტივი ამბავი არა მარტო მათთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისთვის. მათი შვილები დასავლეთში სწავლობენ და რომც არ სწავლობდნენ, რეპუტაციულად კატასტროფაა, როდესაც მაგნიტსკის სიაში ხვდები, ან ფინანსური სანქციები გეკისრება რუსული ინტერესების გატარების გამო. გავა წლები, დასრულდება რეჟიმი, მაგრამ ამ სიაში ადამიანები, კომპანიები ჯგუფები რჩებიან სამუდამოდ. ამ სიაში მოხვედრილ კომპანიებს თუ ადამიანებს აღარ ელაპარაკება არავინ არც ბიზნესის სამყაროში, არც პოლიტიკის სამყაროში", - ამბობს გიორგი ქადაგიძე. 

ამერიკის შეერთებული შტაბების შემდეგ დიდი ბრიტანეთი - გაერთიანებული სამეფოს დეპუტატები მთავრობას საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და რუსეთის გავლენის გაღრმავებისთვის ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას სთხოვენ. 

ბრიტანელი პოლიტიკოსები გაერთიანებულ სამეფოს საქართველოსთან სტრატეგიული ურთიერთობების გადახედვისკენაც მოუწოდებენ. 

ამასთან, განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპუტატები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას კატეგორიულად გმობენ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics