04:00 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-17 09:45:14, 310 ნახვა

ბაიდენი - ნეთანიაჰუმ უნდა იპოვოს გზა პალესტინელების ლეგიტიმური შეშფოთების გასათვალისწინებლად

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ უნდა იპოვოს გზა პალესტინელების ლეგიტიმური შეშფოთების გასათვალისწინებლად, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

„იდეა, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ისრაელი შეძლებს არსებობის შენარჩუნებას პალესტინის საკითხის მოგვარების გარეშე, ეს არ განხორციელდება. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ბევრ რამეში არ ვეთანხმებით, ბენიამინ ნეთანიაჰუ მართლაც მეგობარია და მე მუდმივად ვახსენებ ჩემს მეგობარს, რომ მან უნდა იპოვოს გზა იმ დიდი ჯგუფის ლეგიტიმური შეშფოთების გასათვალისწინებლად, რასაც პალესტინელები ჰქვია და რომელთაც დამოუკიდებლად საცხოვრებლად ადგილი არ აქვთ“, – განაცხადა ბაიდენმა SNBC-სთან ინტერვიუში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics