14:25 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 20:33:06, 381 ნახვა

პოლიტიკა
ლევან ბეჟაშვილი - ჩამოვყალიბდით იმ გზავნილებზე, რომლებიც პოლიტიკურ გზავნილის სახით სალომე ზურაბიშვილმა უნდა გააჟღეროს აშშ-ში

"ერთიანობა  ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ოპოზიციასა და პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლების შეხვედრაზე პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც ზურაბიშვილმა აშშ-ში პარტნიორებთან შეხვედრისას უნდა გააჟღეროს.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ხელახალი არჩევნებიც განიხილეს.

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სალომე ზურაბიშვილი აშშ-ში მიემგზავრება. ის დაესწრება ინაუგურაციის პროცესს და ეს უკვე მნიშვნელოვანესი პოლიტიკური აქტია, რითაც ნათლად ჩანს, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ აღიარებენ ივანიშვილის რეჟიმის არჩევნებს და დაკომპლექტებულ მთავრობას, ისინი დგანან ქართველი ხალხის გვერდით. დღევანდელი შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოყალიბდნენ იმ ძირითად საკითხებზე, რომელიც უნდა გაჟღერდეს ჩვენს პარტნიორებთან საუბრის დროს

ამავე დროს არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკურ სპექტრს და სამოქალაქო საზოგადოებას მზაობა უნდა ჰქონდეს, ამ საკითხებზე მუშაობა გაგრძელდება. საუბარია დეტალური გეგმის გაწერაზე.“- განაცხადა ბეჟაშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
ჩერნობილის 40 წელი - კატასტროფა, რომლის დამალვაც სცადეს
უკრაინული დრონები თავს დაესხნენ ობიექტებს რუსეთის ფედერაციის იაროსლავისა და ვოლოგდას რეგიონებში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics