04:32 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-16 15:51:49, 349 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული კოშმარის არაღიარების აქტი“ - რა წერია აშშ-ის კონგრესში წარდგენილ კანონპროექტში

ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა სტივ კოენმა მოამზადეს კანონპროექტი სახელწოდებით "ქართული კოშმარის არაღიარების აქტი". აქტით, რომელიც უკვე გამოქვეყნდა, იკრძალება აღიარება და ურთიერთობის ნორმალიზება საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც უძღვება ბიძინა ივანიშვილი ან მასთან დაკავშირებული პირი.

"არ ცნოს და ურთიერთობის ნორმალიზება არ მოახდინოს საქართველოს ნებისმიერ მთავრობასთან, რომელსაც სათავეში უდგას ბიძინა ივანიშვილი ან ნებისმიერი მასთან დაკავშირებული პირი, ივანიშვილის რეჟიმის მიერ ქართველი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის გამო".

"ქართული კოშმარის" არაღიარების აქტის თანახმად, აშშ აქტიურად შეეწინააღმდეგოს სხვა ხელისუფლებების მიერ საქართველოს ნებისმიერი მთავრობის აღიარებას და ურთიერთობების ნორმალიზებას, რომელსაც უძღვება ბიძინა ივანიშვილი ან მოკავშირეები, აღმასრულებელი ბრძანება 14024-ის სავალდებულო პირველადი და მეორადი სანქციების ჩათვლით.

აქტით სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ ლიდერად რჩება. კანონპროექტს დასამტკიცებლად აშშ-ის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის მხარდაჭერა დასჭირდება, შემდეგ მას ხელი ახალმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უნდა მოაწეროს. აქტის მიხედვით, საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შემთხვევაში, რაც უნდა დაადასტუროს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ და თანათავმჯდომარემ, ამის შემდეგ ეს პოლიტიკა შესაძლოა პრეზიდენტმა გააუქმოს.

„ქართული კოშმარის“ არაღიარების აქტის თანახმად, ამერიკის ფედერალური მთავრობის არც ერთმა წარმომადგენელმა თუ თანამშრომელმა არ უნდა განახორციელოს ისეთი ქმედება, ან ფედერალური მთავრობის თანხები არ უნდა დაიხარჯოს ისე, რომ ამან რაიმე სახით მიუთითოს, რომ შეერთებული შტატები აღიარებს ბიძინა ივანიშვილს, ან მისი და მასთან დაკავშირებული პირების ლიდერობით მოქმედ საქართველოს მთავრობას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics