|
2025-01-16 15:48:04, 716 ნახვა
ეკონომიკა
დავოსის 2025 წლის მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმში საქართველო მონაწილეობას არ მიიღებს
დავოსის 2025 წლის მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობას არ მიიღებს საქართველო. შვეიცარიაში, დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმში 60 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში, რომელშიც საქართველოზე საუბარი არ არის. როგორც მთავრობის პრესსამსახურში "ექსპრესნიუსს" განუცხადეს, ღონისძიების მოსაწვევი პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძეს არ მიუღია. ,,როგორც იცით, 20 იანვარს იმართება ფორუმი და ამ დრომდე მოსაწვევი არ მიუღია პრემიერს. მოსწვევის შემთხვევაში, დასწრებას ჩვენი დაგეგმილი გრაფიკიდან გამომდინარე ვერ შევძლებთ."-აცხადებენ პრესსამსახურში. ღონისძიებაში მონაწილე ლიდერებს შორის არის აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, რომელიც დისკუსიას ონლაინ ჩაერთვება. დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე ჩავლენ სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა. მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს დაესწრებიან ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი დიკ სხოოფი, პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა, შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი, ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდრ დე კროო და სხვა ევროპელი ლიდერები. ცნობისთვის, აქამდე ფორუმში საქართველო ყოველწლიურად მონაწილეობდა.
ელექტროენერგიის მიწოდება ნაწილობრივ აღუდგა დიდუბის, ვაკის, მთაწმინდისა და კრწანისის რაიონებს, ასევე ქუთაისის, ჭიათურის, საჩხერის, ონისა და ამბროლაურის ნაწილს
სახელმწიფო ელექტროსისტემის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგია ავარიულად გაითიშა და მიწოდება ეტაპობრივად აღდგება
EU-ის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ქარხანა და ქართული კრიპტოპლატფორმებიც მოხვდა
ფედოროვი ვიცე-პრემიერობაზე უარს ამბობს და თავდაცვის სამინისტროში დაბრუნებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)