15:44 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 18:50:48, 398 ნახვა

პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი - ფიზიკური ძალადობა დიმიტრი სამხარაძეზე ბატონმა გიორგი გახარიამ დაიწყო

"ნებისმიერი ასეთი ფაქტი ძალიან სამწუხაროა.  ჩვენ ყოველთვის ვგმობთ ძალადობას. არა აქვს მნიშვნელობა რომელი მხრიდან მოხდება და საბოლოო ჯამში, ვინ იქნება ამით დაზარალებული.“ ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლევან მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით ფიზიკური ძალადობა გიორგი გახარიას მხრიდან იყო დაწყებული და დიმიტრი სამხარაძის მხრიდან ამას მოჰყვა რიაგირება.

„კადრებში რაც ვნახე იყო ის, რომ ფიზიკური ძალადობა დიმიტრი სამხარაძეზე ბატონმა გიორგი გახარიამ დაიწყო და შემდეგ რეაგირებაც ბატონი დიმიტრისგან მოულოდნელი არ იყო, ის ფსიქოლოგიური ძალადობა და ბულინგი, რაც პოლიტიკოსებზე მიმდინარეობს, ჩვენ ამასაც ძალადობაში ვთვლით. ძალიან სამწუხაროა, რომ ამას არც დიპლომატიური კორპუსი ეხმიანება და პირიქით, ახალისებენ. "ჩავუფურთხოთ საჭმელში", მანამდე იყო "3 ტყვია კეფაში" და ა.შ ამაზე არავის რეაგირება არ აქვს. სწორედ ეს ყველაფერი იწვევს ამის ირიბად წახალისებას", - განაცხადა მაჭავარიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
ამერიკელი პოლიტიკოსები გმობენ ტრამპთან სადილზე სროლას
ბათუმში ძალადობის და ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics