17:10 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-01-15 14:31:41, 265 ნახვა

პოლიტიკა
ზურა გირჩი ჯაფარიძე - ოპოზიცია ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავს, სადაც თავს მოიყრის ყველა ის მოსამართლე, პროკურორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში მონაწილეობს

ოპოზიცია ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავს, სადაც თავს მოიყრის ყველა ის მოსამართლე, პროკურორი და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში მონაწილეობას იღებს, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ ოპოზიციასთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„შევთანხმდით, რომ გავაკეთოთ ერთიანი ბაზა, სადაც თავს მოვუყრით ყველა იმ მოსამართლეს, პროკურორს, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს, მათ შორის, ცრუ მოწმეებს პოლიციელების სახით, რომლებიც ახლა მონაწილეობას იღებენ მშვიდობიანი დემონსტრანტების დასჯაში და ამ ბაზაზე დაფუძნებით გვინდა მერე რაღაცების გაკეთება. მაგრამ ჯერ გვინდა ბაზაზე შეჯერება, რადგან ყველას ცალ-ცალკე ბაზა გვაქვს და გვინდა ერთიანი გავაკეთოთ,“ - განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან, ჯაფარიძე აღნიშნავს, რომ შეხვედრის ერთ-ერთი საკითხი არჩევნებს ჩატარების ადმინისტრირებას შეეხებოდა.

„ერთ-ერთი საკითხი არის, ის როდესაც დადგება მომენტი, რომ ჩაინიშნება ახალი არჩევნები, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები ისე, რომ არ დაგვემართოს იგივე, როგორც დაგვემართა 26 ოქტომბერს, რომ ეს არჩევნები მართლა იყოს სამართლიანი. ამ საკითხზე ვერსიები განვიხილეთ,“ - აღნიშნა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი ქართველი მებრძოლების ჩამოსვენებაზე - საპატიო ყარაული არ არის, დიდი სირცხვილია
უკრაინაში დაღუპული ბაჩო ბებია და დავით ღოღაძე სამშობლოში ჩამოასვენეს
პროკურატურა ამტკიცებს რომ ღობის საქმის პროკურორზე მამის ბიზნესების გამო, თავდასხმა ხორციელდება
შსს-მ გენოციდის ხსოვნის დღეს თურქეთის საელჩოსთან აქციის გამართვის უფლება არ მისცა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics