11:09 - 24 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-04 12:33:22, 391 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ ყარაულაშვილი ვილნიუსში, საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტთა კონფერენციაში მონაწილეობს

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი სამუშაო ვიზიტით  ლიტვაში, ქალაქ ვილნიუსში იმყოფება.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ყარაულაშვილი  საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტთა კონფერენციაში - „ევროკავშირის გლობალური სტრატეგია: აღმოსავლეთ პარტნიორები ევროპულ უსაფრთხოებაში“ მონაწილეობს.

საერთაშორისო უსაფრთხოების ექსპერტთა კონფერენცია მიმდინარეობს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ I პლატფორმის - დემოკრატია, კარგი მმართველობა, სტაბილურობა, ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკის (CSDP) პანელის ფარგლებში. ღონისძიებას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილესთან ერთად საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს წარმომადგენლები ესწრებიან.

კონფერენციის ფარგლებში, სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში: „როგორია აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავალი? რა როლი შეიძლება მიენიჭოს ერთიანი თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკას (CSDP), როგორც ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან უფრო ფართო ასოცირების ნაწილს?“.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სურსათზე ფასები კიდევ უფრო გაიზრდება - დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი
თბილისში ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული მამაკაცი ახალგორის მკვიდრი აღმოჩნდა
ევროკავშირმა ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციები პირველად დააწესა რუსეთის დახმარების გამო
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics